ოჯახი, ბავშვი და სახელმწიფო
სიახლეები
დედამიწის დღე
22 აპრილს თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მიუსაფარ ბავშთა ტრანზიტულ ცენტრში ბენეფიციარების ჩართულობით აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე. ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია ბავშვებს გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღნისძიებების მნიშვნელობაზე, გაიმართა დისკუსია თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდის ჩრთულობა და ზრუნვა, რა რესურსი არსებობს დედამიწის  დასაცავად, მონაწილეებმა შექმნეს ნახატები, მხარდამჭერი ბანერი დარგეს ხეები. გაუზიარეს ერთმანეთს დადებითი სურვილები და შესაძლებლობები, რაც თითოეულ მათგანს შეუძლია დედამიწის უსაბრთხოებისთვის.
ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში ბოშების საერთაშორისო დღე აღინიშნა, ბენეფიციარებმა ტრანიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტების ჩართულობით, გამართეს დისკუსია და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების უფლებები. 
აღნიშნულ დღეს ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ბენეფიციართა თანაკლასელები  და მათი მშობლები, ბავშებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, შესაბამისად დახვდნენ მომზადებულები ღონისძიებით, სტუმრებს გააცვნეს ბოშათა კულტურული თავისებურებები, იცეკვეს და იმღერეს.
8 აპრილს ტრანზიტული საგანმანათლებო პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარი ბავშვები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე  ტექნოპარკში. ბავშვები გაეცვნენ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძვნებულ იდეებს და შესაძლებლობებს, მიიღეს შთაბეჭდილებები, ექსკურსიის ფარგლებსი გაიგეს ინფორმაცია კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და პროგრამულ საწყისებზე, ასევე სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო რესურსებზე. 
დღე დასრულდა სასიამოვნო ვახშამით . 
2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა !
2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტებმა ეკა კეპაშვილი, ნინო კაკალაშვილი, მარიამ ედილაშვილი, სოფიო დეკანაძე იმუშვეს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და სადღეღამისო თავშესაფრების ბენეფიციარებთან. სპეციალისტებმა მიზნად დაისახეს მეტი ინფორმაციის მიწოდება და ბავშთ ცნობიერების ამაღლება კონკრეტული მიმართულებით, შესაბამისად დაგეგმილი აქტივობები მოიცავდა, თემის ირგლივ ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის განხილულ იქნა ვიდეო რგოლი, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე პირები და სპეციალისტები საუბრობდნენ განვითარების თავისებურებაზე, რა დამოკიდებულებებით და უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან და რა მახასიათებლებით შეგვიძლია აღნიშნული სიმპტომების ამოცნობა, როგორია მათ საზოგადოებაში ინტეგრირებისა და ადაპტაციის მექანიზმები, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის რა სერვისები  და რა გამოწვევები არსებობს... 
მონაწილეების ჩართულობა იყო მაღალი, ბენეფიციარები დაინტერესდნენ მიღებული ინფორმაციით და გარდა საკუთარი პოზიციებისა და ხედვის დაფიქსირებისა, შეუერთდნენ მხარდამჭერ აქციას,  ინტეგრირებულად სპეციალისტების ჩართულობით შექმნეს ბანერი, რომელიც ბავშვების პოზიციას ასახავდა აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მიმართ.
მხიარული სტარტები საჯარო სკოლებში

სპორტული შეჯიბრებების სერია "მხიარული სტარტები" საჯარო სკოლებში დაიწყო

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები World-Vision-ის გლდანის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის არდადეგები ბევრისთვის დროის უქმად ხარჯვასთან/გატარებასთან ასოცირდება, თუმცა სწორად და სახალისოდ ორგანიზებული დასვენების დროს ბავშვებმა შესაძლოა ბევრი უნარ-ჩვევები განივითარონ, მიიღონ ახალი შთაბეჭდილებები, აღიდგინონ ძალები და  განიტვირთონ.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები ბავშვი და გარემოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის არდადეგების დადგომას ხომ ყველა ბავშვი სულმოუთქმელად ელოდება, გამონაკლისი არც ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები არიან.  ეს დრო თავგადასავლებთან, ახალი მეგობრების შეძენასთან თუ დროის მხიარულად გატარებასთან ასოცირდება. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) მეტად მრავალფეროვანი და  შემეცნებით და გასართობი ღონისძიებებს სთავაზობს ცენტრის ბავშვებს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, საქართველოს კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვებმა არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის არდადეგებმა ქუთაისის World-Vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის მეტად საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვები ძირითადად არაფორმალური და გასვლითი ღონისძიებებით იყვნენ დაკავებულნი.

სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 4 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტი ნინო თოდუა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ატაშე თომას შოლი და ეკონომიკისა და განვითარების სფეროს წარმომადეგენელი თინათინ ხანთაძე გაცნობითი სამუშაო ვიზიტის ფარგლეში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტში.

ავსტრიის განვითარების ფონდის რეგიონალური მენეჯერის ვიზიტი დუშეთის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 18 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვიზიტი განახორციელა ავსტრიის განვითარების ფონდის რეგიონალურმა მენეჯერმა ნიკოლ მარია ბაუერმა.

საინფორმაციო კამპანია ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

მაისის თვეში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისისა და რუსთავის სკოლების მშობლებთან.

მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა/ფორუმი

31 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდ-ის ორგანიზებით რიგით მერვე მოხალისეობის ყოველწლიური გამოფენა/ფორუმი გაიმართა.

სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით

აპრილისა და მაისის თვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა (CSDC) ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებს კვირეულს მიუძღვნა.

კვლევის ანგარიში
რეკომენდაციები მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის
იხილეთ სრულად
საინფორმაციო კამპანია დუშეთის რაიონში
15-16 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფომაციო კამპანია ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. შეხვედრები გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, დუშეთს #1 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან, #1 ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და მშობლებთან, სოფელ საკრამულის პედაგოგებთან და სოფელ ბაზალეთის სამედიცინო ამბულატორიის პერსონალთან.
საინფორმაციო კამპანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
13-14 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფომაციო კამპანია ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. შეხვედრები გაიმართა მცხეთის #1 საჯარო სკოლის, წილკნისა და მისაქციელის საჯარო სკოლების, მცხეთის #1 საჯარო ბაგა-ბაღის პედაგოგებთან და მშობლებთან.
საინფორმაციო კამპანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
13-14 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ვაკანსია სოციალური მუშაკის პოზიციაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 
აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
ვაკანსია ფსიქოლოგის პოზიციაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი