ისტორია
სოციალურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა, რომელიც ბოლო ოცი წლის მანძილზე
საქართველოში განვითარდა, დაამძიმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების მდგომარეობა, მათი ცხოვრების პირობები. ეს განსაკუთრებით
შეეხო ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა: მარტოხელა დედები,
დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახები, სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები
და ა.შ. უმეტესობას არ აქვს ელემენტარული/მინიმალური საცხოვრებელი
პირობები.
ამ ბავშვების უმრავლესობა თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის
სოფლიდან ან კონფლიქტური ზონიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად
ჩამოვიდა, მაგრამ მათი უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში
აღმოჩნდა (მათ არ აქვთ მუდმივი ღამისგასათევი და იძულებულები არიან
ყოველდღე ახალი თავშესაფარი ეძებონ).
არსებობს სახელმწიფოს სპეციალური პროგრამა ასეთი სოციალურად დაუცველი
ოჯახებისთვის, რომელიც ოჯახის თითოეული წევრისთვის თვეში 12-13
დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს
თანხა აბსოლუტურად შეუსაბამოა იმისთვის, რომ ოჯახმა მხოლოდ ბავშვები
ნორმალურად გამოკვებოს და ელემენტარული განათლება მისცეს.
ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, როგორც წესი, ეს ხალხი
დაუსაქმებელია, საცხოვრებელი ადგილის გარეშე და ხშირად ხდება
სხვადახვა ფორმის ძალადობის სამიზნე. 2010 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე
ესტონეთის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით რეგიონებში ჩატარდა
გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხულ ქალთა 53% მათი
მეუღლეების მხრიდან ძალადობას განიცდის. ამის უმთავრესი მიზეზი კი
ქართველი ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
მენიუ