ისტორია
სოციალურ-ეკონომიკურმა ცვლილებებმა, რომელიც ბოლო ოცი წლის მანძილზე
საქართველოში განვითარდა, დაამძიმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე
ბავშვების მდგომარეობა, მათი ცხოვრების პირობები. ეს განსაკუთრებით
შეეხო ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიცაა: მარტოხელა დედები,
დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახები, სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები
და ა.შ. უმეტესობას არ აქვს ელემენტარული/მინიმალური საცხოვრებელი
პირობები.
ამ ბავშვების უმრავლესობა თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის
სოფლიდან ან კონფლიქტური ზონიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად
ჩამოვიდა, მაგრამ მათი უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში
აღმოჩნდა (მათ არ აქვთ მუდმივი ღამისგასათევი და იძულებულები არიან
ყოველდღე ახალი თავშესაფარი ეძებონ).
არსებობს სახელმწიფოს სპეციალური პროგრამა ასეთი სოციალურად დაუცველი
ოჯახებისთვის, რომელიც ოჯახის თითოეული წევრისთვის თვეში 12-13
დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს
თანხა აბსოლუტურად შეუსაბამოა იმისთვის, რომ ოჯახმა მხოლოდ ბავშვები
ნორმალურად გამოკვებოს და ელემენტარული განათლება მისცეს.
ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, როგორც წესი, ეს ხალხი
დაუსაქმებელია, საცხოვრებელი ადგილის გარეშე და ხშირად ხდება
სხვადახვა ფორმის ძალადობის სამიზნე. 2010 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე
ესტონეთის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერით რეგიონებში ჩატარდა
გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხულ ქალთა 53% მათი
მეუღლეების მხრიდან ძალადობას განიცდის. ამის უმთავრესი მიზეზი კი
ქართველი ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
მისია:
ადვოკატირება მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების, მათი ინტეგრირება
საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური
ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების
უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი
ცხოვრება.
ხედვა:
ქვეყანა სადაც ხდება ქალისა და ბავშვის მოწყვლადი ჯგუფებისათვის
შესაბამისი სერვისების მიწოდება, რათა თითოეული გახდეს სოციალურად
ფუნქციონირებადი და რეალიზებული.
ღირებულებები:
გუნდური მუშაობა - ეფექტური თანამშრომლობა მიზნების მისაღწევად
პასუხისმგებლობა - მაღალი ხარისხის პროგრამები/სერვისების მიწოდება
მოწყვლადი ჯგუფებისათვის
პროფესიონალიზმი - დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლები მუშაობენ
ეფექტურად რათა მიღწეულ იქნას CDSC’ ხედვა
თანაგრძნობა -ზრუნვა და ნდობაზე დაფუძნებული საქმიანობა
პატივისცემა - თანასაწორობა და ურთიერთგაგება
საქმიანობის სფეროები:
1. მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების
გაძლიერება
2. დევნილი და კონფლიტურ ზონაში მცხოვრები ქალთა გაძლიერება
3. ტექნოლოგიების დანერგვა განვითარებისათვის