ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თბილისის დღის ცენტრისა და 24-საათიანი თავშესაფრის აღსაზრდელები „ლელო საქართველოს“ ეწვივნენ: დაესწრნენ 16 წლამდე ასაკის გუნდის ვარჯიშს და გაიცნეს მწვრთნელები და გუნდის წევრები.
ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო თავად ვარჯიშში ჩართვა აღმოჩნდა, რამაც მათ ბევრი დადებითი ემოცია მოუტანა.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, თამაშის წესების გაცნობა და მწვრთნელებთან შეხვედრა ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ასეთი გამოცდილება მათ ეხმარება ახალი ინტერესების აღმოჩენაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის შეყვარებასა და მომავალ პროფესიაზე ფიქრშიც.
