„ყველა ბავშვი სკოლაში“ – საინფორმაციო შეხვედრა თბილისის №12 საჯარო სკოლაში

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თბილისის №12 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „ყველა ბავშვი სკოლაში“ ნაწილია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

შეხვედრაზე CSDC-ის წარმომადგენლები მშობლებს ესაუბრნენ:

  • ბავშვის განათლების უფლებაზე: მისი შეზღუდვა უგულებელყოფაა, რაც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა;
  • მიზეზებზე, რომელთა გამოც ბავშვები სკოლის მიღმა რჩებიან, და რისკებზე, რომლებსაც ეს მათ მომავალს უქმნის;
  • ბავშვთა ზრუნვის სისტემაში არსებულ სერვისებსა და ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს განათლების მეორე შანსს აძლევს;
  • იმაზე, რატომ არ უნდა მიეცეს ქუჩაში მყოფ ბავშვს ფული: ეს ახალისებს ექსპლუატაციას და ბავშვს სკოლას აშორებს;
  • მშობლების როლზე: როგორ ასწავლონ შვილებს თანაგრძნობა და პატივისცემა, როგორ დაუჭირონ მხარი კლასში დაბრუნებულ ბავშვს და არ დაუშვან მისი გარიყვა.

მშობლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს შეხვედრის წამყვანებს და კითხვები დასვეს. მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

თუ ხედავთ ბავშვს, რომელიც მათხოვრობს, ქუჩაში მუშაობს ან სასწავლო დროს სკოლის გარეთაა, დარეკეთ 111-ზე (ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი), გადაუდებელ შემთხვევაში კი 112-ზე.

ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება და ყველა ბავშვის ადგილი სკოლაშია!

CSDC მადლობას უხდის №12 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB