დასრულებული პროექტი

2010–2026
წლები
16
დასრულებული პროექტი
650
მოწყვლადი ბავშვი (2017–2026)
145
მარტოხელა, მრავალშვილიანი და მიუსაფარი ქალი
5 000+
მოზარდი ჰიგიენის პროგრამაში
320-მდე
გადამზადებული სოციალური მუშაკი
2019–2025 
ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი დახმარება საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალებისთვის
2023–2025
დონორი
ქალთა გლობალური ფონდი (Global Fund for Women)
ბენეფიციარები
საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები და გოგონები

საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილ უკრაინელ ქალებსა და გოგონებს კრიზისული დახმარება გავუწიეთ მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

■ფსიქოლოგების, იურისტებისა და კარიერის კონსულტანტების ინდივიდუალური კონსულტაციები — როგორც ადგილზე, ისე ონლაინ;
■ვებინარები და ვიდეოტრენინგები დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაზე: რეზიუმეს შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება, ბიზნესისა თუ სამუშაოს არჩევა (SWOT ანალიზი);
■ვიდეოინტერვიუები, რომლებშიც უკრაინელი ქალები საკუთარ გზასა და საქართველოში ადაპტაციის სირთულეებზე საუბრობენ;
■შეხვედრები პროექტის მონაწილეებთან და დისკუსიები არასამთავრობო, სახელმწიფო, საერთაშორისო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
სტუდენტებისა და მოწყვლადი ჯგუფის ქალების ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროს მიმართულებით
2025
მხარდამჭერი
პროფესიული უნარების სააგენტო
პარტნიორი
პირველი სამედიცინო სასწავლებელი, თბილისი

საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც პირველ სამედიცინო სასწავლებელთან ერთად განვახორციელეთ. პროექტი სტუდენტებისა და მოწყვლადი ჯგუფის ქალების გაძლიერებას ისახავდა მიზნად სამოქალაქო უფლებების, ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროსა და საგანმანათლებლო სისტემის საკითხებში.

■2025 წლის 31 მარტს გაიმართა დასკვნითი ღონისძიება, სადაც პროექტის მონაწილე ქალებმა, გოგონებმა და კოლეჯის სტუდენტებმა პროექტის მიღწევები და გამოწვევები წარადგინეს.
„დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ — „ჰიგიენის მცველები“
ახალგაზრდული პროგრამა
2022
პარტნიორები
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), USAID-ის მხარდაჭერით
მონაწილეები
12–17 წლის მოზარდები, მათ შორის სოციალურად დაუცველი

პროგრამის მიზანი იყო COVID-19-ის პრევენცია და მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევის შესახებ — თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

■ტრენინგები და ჰიგიენის კლუბების შექმნა;
■სპეციალურად აღჭურვილი მობილური ჰიგიენის ჰაბი, რომელიც მოზარდებთან ერთად სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა;
■საინფორმაციო კამპანია და მარათონი ჰიგიენის პოპულარიზაციისთვის ქუთაისში;
■დასკვნითი ღონისძიება ქუთაისში.
5 000+მოზარდი ჩაერთო პროგრამაში
COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა
კამპანია „ჩაერთე და ჩართე“
2020–2021
დონორი
ქალთა გლობალური ფონდი (Global Fund for Women)
ბენეფიციარები
სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, მიუსაფარი და მრავალშვილიანი დედები

პანდემიის დაწყებისთანავე წამოვიწყეთ კამპანია მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები დედების დასახმარებლად. კამპანიაზე CSDC-ის ქართველი და ჩეხი წევრებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო გუნდი მუშაობდა: გუნდმა ბენეფიციარების საჭიროებები შეისწავლა, ინტერნები კი ოჯახებს სტუმრობდნენ და პირველადი საჭიროების ნივთებით ამარაგებდნენ.

■Facebook-ჯგუფთან „სტომატოლოგიური მკურნალობის ჩუქება“ თანამშრომლობით ქალებმა სტომატოლოგთან ვიზიტი უფასოდ შეძლეს;
■ინგლისური ენის ცენტრმა ბენეფიციარებს ენის უფასო შესწავლა შესთავაზა;
■საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებმა საოჯახო ნივთები შეაგროვეს, რომლებიც ქალებს ტელეკომპანიის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა;
■მომზადდა ვიდეოები მარტოხელა დედების ისტორიებზე და გაიმართა ონლაინ დისკუსია „მარტოხელა ქალების პრობლემები და COVID-19 პანდემია“.
გოგონების ხმა მშვიდობის მშენებლობაში
2019
დონორი
ქალთა გლობალური ფონდი (Global Fund for Women)

პროექტი ეძღვნებოდა გოგონების ხმისა და როლის გაძლიერებას მშვიდობის მშენებლობაში.

2012–2018 
ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2017–2018
დაფინანსება
ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა
ხანგრძლივობა
10 თვე

პროექტის მიზანი იყო მოწყვლადი ბავშვების ოჯახების გაძლიერება, რათა თავიდან აგვეცილებინა ბავშვების ოჯახისგან დაშორება.

ამოცანები
■რეგიონში არსებული პრობლემების დეტალური შესწავლა და ხარვეზების გამოვლენა;
■თანამშრომლობის გაძლიერება სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის;
■ტრენინგები სოციალური მუშაკებისთვის, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის, საკრებულოს წევრებისთვის და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის;
■ადგილობრივი თემის ინფორმირება ბავშვთა უფლებებისა და ზრუნვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების შესახებ;
■ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების ინიცირება, რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება.
პროექტი განხორციელდა პროგრამის „თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ და პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ (SWIC) ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებდა პარტნიორებთან — Hilfswerk Austria, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია — ერთად.
სოციალური მუშაობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხებზე
სოციალური მუშაკების გადამზადება
2017, 2018
დამკვეთი
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
დაფინანსება
ფონდსა და USAID-ს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება

CSDC ორჯერ — 2017 და 2018 წლებში — გახდა ტენდერის გამარჯვებული და საქართველოს მასშტაბით სოციალური მუშაკები გადაამზადა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან მუშაობისთვის.

■შემუშავდა სამდღიანი ტრენინგ-კურსის მოდული, საკითხავი მასალა (რიდერი), წინა და შემდგომი ტესტები და სასერტიფიკაციო გამოცდის საკითხები.
320-მდესოციალური მუშაკი გადამზადდა 2017 წელს
ერუდიციის კურსი
2016
დამკვეთი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (ტენდერის გამარჯვებული)
ქალაქები
თბილისი, მცხეთა, გორი

შემუშავდა 12-საათიანი სატრენინგო მოდული, წინა და შემდგომი ტესტები და საკითხავი მასალა, რომელიც მოიცავდა ლიტერატურული ნაწარმოებების, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებისა და გეოგრაფიის შემეცნებით ნაწილს. ჩვენმა ტრენერებმა კურსი საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს ჩაუტარეს.

5საოჯახო ტიპის სახლი
64პროგრამის მონაწილე
განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის
2015–2016
დამკვეთი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ტენდერის გამარჯვებული)
■ტრანზიტული პროგრამა (2015): თბილისში ბავშვზე ზრუნვის ცენტრების აღსაზრდელებს ჩაუტარდათ მეცადინეობები ორი მიმართულებით — სასიცოცხლო უნარები და სასკოლო განათლება, ასაკობრივი პროგრამების გათვალისწინებით.
■სკოლების გაძლიერება (2015–2016): შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდული და ტრენინგები ჩატარდა საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის; მშობლებისთვის მომზადდა და შეხვედრებზე გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები.
25-მდებავშვი ჩაერთო მეცადინეობებში
50პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გადამზადდა
სამოქალაქო აქტივიზმი
2014–2015
დონორი
National Endowment for Democracy (NED)
რეგიონები
შიდა ქართლი, სამეგრელო

შიდა ქართლსა და სამეგრელოში შეირჩა 135 ახალგაზრდა, რომლებმაც ეტაპობრივად გაიარეს ტრენინგები: ფასილიტაცია და მოდერაცია, ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია, ადვოკატირება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

135ახალგაზრდა გადამზადდა
უხილავი ბავშვები
2014–2015
დონორი
აშშ-ის საელჩო საქართველოში

პროექტის მიზანი იყო საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ და მოსახლეობის ინფორმირება არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

■გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი „ჩემი ცხოვრების დღიურები“ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრებაზე;
■ჩატარდა 12-თვიანი საინფორმაციო კამპანია ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების დასაცავად;
■ფილმის ჩვენებები და დისკუსიები ექსპერტების, პედაგოგების, მშობლებისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში;
■6 თვის განმავლობაში რადიო „შოკოლადის“ პირდაპირ ეთერში მომზადდა 24 ვიდეო/რადიო გადაცემა; ბავშვების მონაწილეობით ჩაიწერა აუდიოგზავნილები;
■საქართველოს მასშტაბით გავრცელდა 5000 საინფორმაციო ბროშურა.
24ვიდეო/რადიო გადაცემა
5000საინფორმაციო ბროშურა
4ქალაქში ფილმის ჩვენება
ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში
2014
დონორი
ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“
რეგიონები
კახეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო

სამ რეგიონში ახალგაზრდების გაძლიერება და მათი სოციალური კომპეტენციების ზრდა. შეიქმნა სატრენინგო მოდული: ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაცია, პროექტების შედგენა და მართვა, დონორების მოძიება, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი მშვიდობის მშენებლობაში
2014
პარტნიორი / დონორი
ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“

პროექტის შესახებ: პროექტის მიზანი იყო ოკუპირებულ აფხაზეთში (გალის რაიონში) მცხოვრები ახალგაზრდების ჩართვა მშვიდობის მშენებლობისა და სამოქალაქო აქტივობების პროცესში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში 45-მა ადგილობრივმა მოსწავლემ და სტუდენტმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი სოციალურ მედიაში, ბლოგინგში, ფოტოდამუშავებასა და ადამიანის უფლებებში. შეიქმნა 45 ინდივიდუალური ბლოგი და ვებ-პორტალი www.ict4peace.ge, სადაც მონაწილეები რეგულარულად აშუქებდნენ ადგილობრივ სიახლეებსა და პრობლემებს. გარდა ამისა, ჩატარდა 7 საჯარო ფორუმი და მოეწყო შეხვედრები ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან.

მეც მოქალაქე ვარ
2013–2014
დონორი
G-PAC — საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში

პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის, ბავშვზე ზრუნვის სისტემისა და მომსახურების გაუმჯობესებას.

■ჩატარდა კვლევა; კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის, გაიმართა მრგვალი მაგიდები დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
■განხორციელდა ადვოკატირების კამპანია მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გასამარტივებლად;
■ბავშვებისთვის ჩატარდა არაფორმალური შეხვედრები და ფოტოხელოვნების გაკვეთილები; მათი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ზედა დარბაზში.
25ბავშვი მონაწილეობდა პროექტში
ერთად უკეთესი მომავლისკენ
2012–2013
დონორი
მსოფლიო ბანკი

პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდებას. ე.წ. ქუჩაში მცხოვრებმა და მომუშავე ბავშვებმა სოციალური ადაპტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ტრენინგები გაიარეს. შეიქმნა სასწავლო მოდული: ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბავშვთა უფლებები, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, საბაზისო კომპიუტერული უნარები.

30ბავშვი გადამზადდა
გოგონათა გაძლიერება
2012–2013
დონორი
ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტი მიზნად ისახავდა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე გოგონების საზოგადოებაში ინტეგრაციას არაფორმალური განათლების გზით. მომზადდა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა: გუნდური მუშაობა, ლიდერობა, პიროვნული უნარების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ბავშვთა უფლებების დაცვა. პროგრამა ასევე მოიცავდა 4 კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას — სპორტულ შეჯიბრებებსა და თეატრალურ წარმოდგენას.

20გოგონა ჩაერთო პროგრამაში

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB