მარტოხელა დედის ამბავი ჩვენი სტაჟიორის პერსპექტივიდან

მოგიყვებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ის გუნდის ახალი წევრის  შთაბეჭდილებებს მას შემდეგ რაც პირველად ველზე გავიდა. 
გასულ კვირას ჩვენ ვესტუმრეთ მარტოხელა დედას ჩვენი კამპანიის „ჩაერთე და ჩართეს“ ფარგლებში. 100-ზე მეტი ქალი და მათი ოჯახები ჩაერთვნენ ჩვენს კამპანიაში. თითოეული მათგანი იძულებულია იცხოვროს გაუსაძლის პირობებში. ჩვენ მათ დახმარებას ვცდილობთ როგორც მატერიალურად, ასევე მათი ინტეგრაციით საზოგადოდებაში და შრომის ბაზარზე. თამუნა გვიზიარებს მის შთაბეჭდილებებს და ემოციებს.
 

ეს ამბავი რთულია არამხოლოდ მისთვის  ვისზეც ახლა მე მოვყვები, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოების უმოქმედობა ხდის მათ მოწყლვლადს, ისინი კეთლი ხალხის თანადგომას და დახმარებას ელიან და ამ პოსტის მიზანიც სწორედ ისაა რომ ამ ადამიანის ხმა მივიტანოთ ხალხის გულებამდე და გონებამდე. 

 ერთ ქალბატონს ვესტუმრეთ თუმცა არ ვიცი ამ სტუმრობის მერე "უბედნიერესი უბედური" გავხდი როგორც დოჩანაშვილი იტყოდა თუ რა მოხდა ჩემს თავს, მაგრამ მისი მხენობა და იმედი ჯერ კიდევ მაოცებს.

ნელი 49 წლის მარტოხელაა დედაა, რომელსაც ორი შვილი და უკვე სამი შვილიშვილი ჰყავს, ერთი შვილიშვილი სულ ახლახანს შეეძინათ, ერთი მხოლოდ 1 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსი 10 წლის სხვა ოჯახში იზრდება უსახსრობის გამო. ზუსტად ასე ამბობს ნელი, რომ მისი ოჯახი  ერთადერთი ბედნიერებაა მის ცხოვრებაში და  სხვა ყველაფერი , ის ტკივილი და ტანჯვა, რაც მას გამოუვლია, მხოლოდ მათი წყალობით აქვს გადალახული. 

მას უკიდურეს პირობებში უწეევს ცხოვრება, ალბათ პირობებს ვერც დავარქმევთ, რაც აქვს და აბადია არის მხოლოდ ორი საწოლი, ერთი კარდა და მაგიდა ესეც "ამერიკელის" ნაჩუქარი,  ყველაფერ რაღაც 6 კვადრატულში, 21 საუკუნეში წარმოგიდგენიათ, რომ 5 ადამიანი ცხოვრობს ასეთ ადგილას. ამ ადმიანსა არ აქვს არანაირი მატერიალური შესაძლებლობა უბრალოდ რომ იცხოვროს, იცოცხლოს და იხაროს . რატომ, ჯერ კიდევ არაა პასუხი, ვინმეა ამაში დამნაშავე? ხალხი? სახელმწიფო? მე?  ჩვენ? ვინ და ვინ? პასუხის ძებნა მიჭრის, ალბათ ყველა ერთად.
ვუყურებ ჩემი ძმის ტოლ ბიჭს სულ რაღაც 14 წლის თუ იქნება, ლამაზი, კეთლი და იმედიანი, თუმცა თან სევდიანი გამოხედვით, რომ გაგრძნობინებს მე ბავშვი  ვარ, მინდა სიხალისე და ლაღობა, მე მინდა სითბო სახლშიც და გარეთ გულებიდან წამოსული, სახლი და მხოლოდ მცირე ბედნიერება, თითოეული გამოწვდილი ხელი და დახმარება ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან დღეს ის მაქვს რაც გუშინ არ მქონდა, მაგრამ ეს რაღაც ხომ იმდენად მწირია რომ ჩვეულებრივ არაფრად მივიჩნევთ. 
ერთი კითხვა მახსენდება მილიარდელისთვის 1000 ლარი ხურდაა? ალბათ კი , ყველას თავისი საზომი აქვს, ამ ადამიანებისთვის ხანდახან ერთ პურის ნატეხიც მილიარდია. რატომ? კიდევ ისმის კითხვა და პასუხი კიდევ არ მაქვს ..... ის ფაქტიც ირონიულია რომ ეს ადამიანები დღეს ბარნოვზე სადღაც ფეშენებელური კორპუსის უკან 6 კვადრატულში ცხოვრობენ. სამყაროს ორი კონტრასტი ერთადაა თავმოყრილი მეზობლად, სულ ასე ახლოს, თუმცა გამიჯნულად და კვალავ რატომ?

ნელის ერთადერთ იმედი აქვს, სხვების დახმარებით ბინა იქირაოს და იქ გადავიდეს ოჯახთან ერთად. ის არაერთხელ ყოფილა  გამგეობაში დახმარების სათხოვნელად, სადაც ჰპირდებიან რომ ბინის ქირას გადაუხდიან მაგრამ ოფიციალური მხარის მოგვარება დროს საჭიროე. ნელის არაერთხელ მოუნახავს ბინა, მაგრამ არ ჰქონია ფული რომ  ეს ორი თვის ქირა გადაეხადა სანამ სახელმწიფო დააფინანსებს.

ნელის თქმით მას რაც ახლა სჭირდება არის გარკვეული თანხა, რომელსაც ორი თვის ბინის ქირისთვის გამოიყენებს, სანამ შესაბამისი სტრუქტურები მოაგვარებენ ბიუროკრატიულ ქაღალდომანიას. 

 ჩვენ მათ ვჭირდებით! ამიტომაც ჩაერთე და ჩართე სხვაც სიკეთის კეთებაში მათ დასახმაარებლად. ერთმანეთის ღიმილის დანახვა ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა

 

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

FB