მიმდინარე პროექტები


განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისათვის საქართველოში“ ტენდერის გამარჯვებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლების კომპონენტით უზრუნველყოფა, ტრანზიტული პროგრამის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ბავშვზე ზრუნვის ცენტრების 25-მდე აღსაზრდელს ჩაუტრადა საგანმანათლებლო მეცადინეობები, კერძოდ, მოხდა ბენეფიციარების მომზადება ორი მიმართულებით: სასიცოცხლო უნარების განვითარების ხელშეწყობა და სასკოლო განათლებით უზრუნველყოფა შესაბამისი ასაკობრივი პროგრამების გათვალისწინებით;
- სკოლების გაძლიერება პედაგოგების ტრენინგით და მშობლების ინფორმირებულობა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის მიმართულებით - პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სასწავლო მოდული, 50 საჯარო სკოლის პედაგოგისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჩაუტარდათ ტრენინგები. მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები შერჩეული სკოლების მოსწავლეთა მშობლებისთვის და გავრცელდა შეხვედრის პროცესში. (2015-დან დღემდე)


სამოქალაქო საზოგადოეების განვითარების ცენტრმა კამპანია “ჩაერთე და ჩართეს” მეორე ტალღა წამოიწყო (პროექტის პირველი ტალღა მას სემდეგ მიმდინარეობს, რაც კოვიდ პანდემია დაიწყო). კამპანიის მიზანი COVID-19 პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, მიუსაფარი, მრავალშვილიანი დედების დახმარება და გაძლიერებაა. 
კამპანიის მეორე ეტაპის განსახორციელებლად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ქართველი და ჩეხი წევრებით დაკომპლექტებული ინტერნაციონალური გუნდი მუშაობს. გუნდის წევრები ბენეფიციარებს ესაუბრნენ და მათი საჭიროებები დაადგინეს. 
ჩეხი და ქართველი ინტერნები განაგრძობენ ოჯახებთან სტუმრობას და მათი პირველადი დახმარების ნივთებით მომარაგებას.
პროექტის მიმდინარეობისას ქალები თავიანთ ოცნებად ხშირად ასახელებდნენ ჯანსაღ პირის ღრუს. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ისინი თავად ვერ ახერხებენ სტომატოლოგთან ვიზიტს. ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის ორგანიზაია FACEBOOK ჯგუფს, “სტომატოლოგიური მკურნალობის ჩუქებას” დაუკავშირდა. ამ თანამშრომლობის შედეგად, სოციალურად დაუცველი ქალები სტომატოლოგთან ვიზიტს სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.ქალების გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ განათლებაზე ზრუნვა. “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრს” ინგლისური ენის ცენტრი დაუკავშირდა და სურვილი გამოთქვა ბენეფიციარებისათვის უცხო ენა სრულიად უფასოდ შეესწავლებინა. კამპანიაში ჩაერთო საქართველოს პირველი არხიც. ტელეკომპანიის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, სოციალურად დაუცველ ქალებს არხის თანამშრომლების მიერ შეგროვებული საოჯახო ნივთები პირადად გადასცა.
 “სამოქალაქო საზოგადიების განვითარების ცენტრის” გუნდი სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის როლი ქალთა გაძლიერებისათვის. ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მარტოხელა, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ქალების ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროებით, მათი მიზანია.

FB