ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქუთაისის დღის ცენტრისა და 24-საათიანი თავშესაფრის აღსაზრდელები 2 ნოემბერს ქუთაისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტუმრნენ.
სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს და მეხანძრე-მაშველის პროფესიაზე ესაუბრნენ, რომელიც ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. ბავშვებმა ახლოდან ნახეს მეხანძრე-მაშველების სამუშაო გარემო, დაათვალიერეს სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.
ვიზიტის დროს ბავშვები საგანგებო სიტუაციებში სწორი ქცევის წესებსაც გაეცნენ.
განსაკუთრებული ინტერესი მეხანძრე-მაშველის პროფესიამ გამოიწვია: რამდენიმე ბავშვმა ის საკუთარ შესაძლო მომავალ პროფესიადაც კი დაასახელა!
გახსოვდეთ: საგანგებო სიტუაციაში დარეკეთ 112-ზე.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ქუთაისის მეხანძრე-მაშველებს ბავშვებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტისთვის!
