პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) და პირველი სამედიცინო სასწავლებელი თბილისში ერთობლივად ახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტს „სტუდენტებისა და მოწყვლადი ჯგუფის ქალების ცნობიერების გაზრდა, ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროს მიმართულებით“. პროექტის შესახებ სატელევიზიო ეთერში ისაუბრეს.
ქალთა გლობალურ ფონდთან (Global Fund for Women) პარტნიორობით CSDC საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილ უკრაინელ ქალებსა და გოგონებს ფსიქო-სოციალურ სერვისს სთავაზობს, მათ შორის ონლაინ კონსულტაციებს ფსიქოლოგებთან, იურისტებთან და კარიერის კონსულტანტებთან. სერვისების შესახებ „პალიტრას“ დილის გადაცემაში ნინო თოდუა და პროექტის ასისტენტი ანა ქვარცხავა საუბრობენ.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილ უკრაინელ ქალებსა და გოგონებს ფსიქო-სოციალურ და სამართლებრივ სერვისს სთავაზობს. დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებებიც, მათ შორის კონფლიქტის მოგვარების, გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების თემებზე. პროექტის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ნინო თოდუა საუბრობს.
პროგრამის „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 5 000-ზე მეტი მოზარდი, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები, ჩაერთო. ტელესიუჟეტი.
პროგრამის „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ აქტივობებში 5 000-ზე მეტი მოზარდი, მათ შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები, ჩაერთო. „პალიტრა ნიუსის“ სიუჟეტი პროგრამის შედეგების შესახებ.
პროგრამამ „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ საქართველოს მასშტაბით 5 000-ზე მეტი მოზარდი გააერთიანა. ტელესიუჟეტი პროგრამის შედეგების შესახებ.
ქუთაისში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან (CSDC) პარტნიორობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საგანმანათლებლო პროგრამის „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიების შესახებ ტელესიუჟეტი.
UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსი – მობილური ჰიგიენის ჰაბი – სხვადასხვა ქალაქში, ღია სივრცეებში მოგზაურობს. მოზარდები თანატოლებს ჰიგიენის დაცვის საკითხებზე სახალისო აქტივობებსა და თამაშებს უზიარებენ.
UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გრძელდება ახალგაზრდული პროგრამა „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“. სპეციალურად აღჭურვილი მობილური ჰიგიენის ჰაბი მოზარდებთან ერთად სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს. პროგრამის მიზანია COVID-19-ის პრევენცია და მოზარდების ინფორმირება სწორი ჰიგიენური ქცევის შესახებ.
პროექტის „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში სპეციალურად აღჭურვილი ავტობუსი – მობილური ჰიგიენის ჰაბი – მოზარდებთან ერთად ღია სივრცეებში მოძრაობს. პროექტის დეტალებზე საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტი ნინო თოდუა და პროექტის მონაწილე, ჰიგიენის მცველი ნიკა რიჟამაძე.
გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.