2010 წლიდან ვმუშაობთ მოწყვლადი ბავშვებისა და ქალების გაძლიერებისთვის — განათლების, სოციალური მხარდაჭერისა და ინოვაციური პროგრამების გზით.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში მიუსაფარ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, მოწყვლად ქალებსა და ახალგაზრდებს უჭერს მხარს. ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები განათლების მეორე შანსს იღებენ და სკოლაში ბრუნდებიან. CSDC ასევე მუშაობს მარტოხელა, დევნილი და მრავალშვილიანი ქალების გაძლიერებაზე: ფსიქოსოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური მხარდაჭერით.
გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.