ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში რუსთავის დღის ცენტრისა და 24-საათიანი თავშესაფრის აღსაზრდელებმა დიდი ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დღე აღნიშნეს.
ბავშვებმა საინტერესო ფაქტები შეიტყვეს ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის მოღვაწეობაზე, წაიკითხეს მისი მოთხრობები და დაათვალიერეს „დედა ენის“ სხვადასხვა გამოცემა.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა: ბავშვებმა იმსჯელეს, რა როლი აქვს მასწავლებელს განათლებასა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.
განსაკუთრებით სასიამოვნო მომენტი: ერთ-ერთმა ბავშვმა სიხარულით აღნიშნა, რომ მისმა საყვარელმა ბიოლოგიის მასწავლებელმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა!
