სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მისიაა
მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების ადვოკატირება და მათი საზოგადოებაში
ინტეგრირება სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა
და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ
შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.
ჩვენი მისია
ხედვა
გარემო, რომელშიც გაძლიერებული ქალები და ბავშვები სრულად შეძლებენ
თავიანთი პოტენციალის რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესებას.
დევიზი
CSDC — მხარდაჭერა ქალებსა და ბავშვებს.
როგორ ვმუშაობთ
ადვოკატირებით, საზოგადოებაში ინტეგრირებით, საგანმანათლებლო და
მხარდამჭერი სასიცოცხლო სერვისებით; ვიყენებთ ინოვაციურ მიდგომებს და
ვქმნით პროფესიულ, სანდო გარემოს.
საქმიანობის სფეროები
01
ბავშვები და ახალგაზრდები
მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერება —
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა, სასიცოცხლო უნარები, პროფესიული
ორიენტაცია.
02
ქალთა გაძლიერება
დევნილი და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები, მარტოხელა და მრავალშვილიანი
ქალების ფსიქოსოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური
მხარდაჭერა.
03
ტექნოლოგიები განვითარებისთვის
ინოვაციური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა განათლებაში,
მშვიდობის მშენებლობასა და მედიაწიგნიერებაში.
ჩვენი მიზნები
■დემოკრატიული საზოგადოების
განვითარების ხელშეწყობა;
■ქალთა და გოგონათა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესება;
■ბავშვთა უფლებების დაცვა და
მათი კეთილდღეობა;
■სერვისების შექმნა და მათზე
თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
■ზრუნვის ეროვნული
ინსტიტუციების გაძლიერების ხელშეწყობა;
■ოჯახების
გაძლიერება.
ორგანიზაციის სტრუქტურა

