სუპერგმირების აქტივობა გლდანის დღის ცენტრში

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გლდანის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეებთან ერთად სუპერგმირების აქტივობა გაიმართა.

ბავშვებმა სუპერგმირების ფარებზე საკუთარი სუპერძალები ჩაწერეს, ნახატები გააფერადეს და მცირე ჯგუფებში იმსჯელეს, რატომ მიიჩნევენ მეგობრობას, სიკეთეს, გამბედაობას თუ სხვა თვისებებს თავიანთ სუპერძალად.

აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვების თვითშემეცნებას, საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და ერთმანეთის აზრის პატივისცემას.

ყველას აქვს თავისი სუპერძალა! ნამდვილი სუპერძალა კი ხშირად ყოველდღიურ სიკეთესა და ერთმანეთის მხარდაჭერაში იმალება.

განსაკუთრებული მადლობა ორგანიზაციას „ჰელფინგ ჰენდი“ და მის მოხალისეებს ბავშვებთან ერთად გატარებული შთამაგონებელი დროისთვის!

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB