ბაკურიანში ახალგაზრდული პროგრამის „ჰიგიენის მცველები“ ფარგლებში სამდღიანი ტრენინგ-კურსი ჩატარდა. პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი 12–17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევის შესახებ. ტელესიუჟეტი.
ახალგაზრდული პროგრამა „ჰიგიენის მცველები“ დაიწყო. პროგრამას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან (CSDC) პარტნიორობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს. ტელესიუჟეტი.
ახალი პროგრამის „ჰიგიენის მცველები“ შესახებ „რადიო იმედის“ ეთერში საუბრობენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანმრთელობის პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტი ნინო თოდუა.
ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის „ჰიგიენის მცველები“ შესახებ საუბრობენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანმრთელობის პროგრამების მენეჯერი ნანა ფრუიძე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტი ნინო თოდუა. პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი 12–17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევის შესახებ.
ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა „ჰიგიენის მცველები“ დაიწყო. პროგრამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტმა ნინო თოდუამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის დირექტორი ნინო თოდუა ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ფანდრაიზინგის კამპანიის „ჩაერთე და ჩართე“ მეორე ეტაპზე საუბრობს. კამპანიის მიზანია COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების დაცვის ხელშეწყობა.
„ერთსულოვნების დილის“ გადაცემაში სკოლის მიღმა დარჩენილი მიუსაფარი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებზე საუბრობენ ნინო თოდუა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, და ლელა გაფრინდაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი.
გადაცემაში „იმედის კვირა“ ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საუბრობს ნინო თოდუა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხელმძღვანელი. პროგრამა მიუსაფარი ბავშვების სოციალიზაციასა და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე მუშაობს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „Zoom-განათლება“ ნინო თოდუა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხელმძღვანელი, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემებზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში არც დღის ცენტრი ფუნქციონირებს და არც ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, თუმცა ამის დიდი საჭიროებაა.
ნინო თოდუა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, „ფორმულას“ დილის გადაცემაში ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საუბრობს. განათლების სამინისტრომ პროგრამა 2015 წელს სკოლის მიღმა დარჩენილი მიუსაფარი ბავშვებისთვის დაიწყო და მასში 400-მდე ბავშვია ჩართული. CSDC პროგრამის განმახორციელებელია. პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის აკადემიურ და სასიცოცხლო უნარებზე მუშაობას.
გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.