ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის „ჰიგიენის მცველები“ შესახებ საუბრობენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანმრთელობის პროგრამების მენეჯერი ნანა ფრუიძე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პრეზიდენტი ნინო თოდუა. პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი 12–17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევის შესახებ.
