ნინო თოდუა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, „ფორმულას“ დილის გადაცემაში ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე საუბრობს. განათლების სამინისტრომ პროგრამა 2015 წელს სკოლის მიღმა დარჩენილი მიუსაფარი ბავშვებისთვის დაიწყო და მასში 400-მდე ბავშვია ჩართული. CSDC პროგრამის განმახორციელებელია. პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის აკადემიურ და სასიცოცხლო უნარებზე მუშაობას.
