აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „Zoom-განათლება“ ნინო თოდუა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხელმძღვანელი, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემებზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ბათუმში არც დღის ცენტრი ფუნქციონირებს და არც ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, თუმცა ამის დიდი საჭიროებაა.
