,,კონფლიქტისგან თავის დაღწევა“

ზოგმა მოასწრო ფულისა და ძვირფასეულობის წამოღება,ზოგმა ვერა.გზაში უამრავი ბავშვი და მოხუცი დაიღუპა,რომლებიც ოჯახის წევრებმა იქვე დამარხეს.თბილისში ჩამოსულებს ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუხდათ.მათ არ ჰქონდათ საკვები ფული და ხშირ შემთხვევაში თავშესაფარი.
მეგობარი იხსენებს,რომ მისი ოჯახი,სხვების მსგავსად, თბილისში არ წამოსულა,არამედ დასახლდა სოფელ ნაბაკევში,რომელიც აფხაზეთში მდებარეობს.საფრთხე ემუქრებოდათ,თუმცა როგოც ამბობს,აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი რომ ეთქვათ:,,აფხაზია და უფრთხილდიო“.აფხაზების უმრავლესობა,რომელსაც ის შეხვედრია,ყოფილა ძალიან თბილი და კარგი ადამიანი.ცხოვრება სახლიდან შორს არ ყოფილა ადვილი.ბევრი,ვინც ფიზიკურად გადარჩა და გაიქცა კონფლიქტის ზონიდან,შემდეგ დარდმა და მონატრებამ მოკლა. მაგალითად, ბებია,რომელიც თავის სახლ–კარს,თავის ნაშრომს მისტიროდა.ის დარწმუნებული იყო,რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდა.ბებიის სიკვდილის შემდეგ ერთი წლის თავზე ბაბუა გარდაიცვალა,რადგან მეუღლე და მეორე ნახევარი გვერდით აღარ ჰყავდა.გაუჭირდა ცხოვრების ჭაპანის მარტო ტარება.
აფხაზეთის ომმა გამოიწვია უამრავი ადამიანის დაღუპვა,წამება,ფიზიკური მოსპობა და დევნილობა.
ავტ: ანუკი კურკუმია

ჩემი ხმა

,,დღეები კონფლიქტამდე“
აფხაზეთი არა ჩემი არა შენი არამედ ყველას ტკივილია.მე არასოდეს ვყოფილვარ აფხაზეთში,მაგრამ ახლობლებისა და მეგობრების მოყოლილი ამბები საკმარისია ჩემს გულში სიყვარულის ასანთებად...უცნაურია,მაგრამ ვგრძნობ მონატრებას
კონფლიქტი
აფხაზეთის ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დიდი იყო დანაკარგი ორივე მხრიდან.უამრავმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური,ფსიქოლოგიური და მორალური ტრამვა.ყოველთვის,როცა ვხვდები ადამიანებს აფხაზეთიდან,ვხედავ სევდას მათ თვალებში.ვხედავ დაფარულ,თუმცა ამავე დროს შესამჩნევ ტკივილს.ტკივილს, რომელიც ყველასია,ტკივილს,რომელიც ჩვენშია.
,,კონფლიქტისგან თავის დაღწევა“
აფხაზეთის ომის შემდეგ დაახლოებით 300 000 ქართველი იძულებული გახდა სახლ–კარი დაეტოვებინა.
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი