ჩემი მეგობარი ამბობს,რომ მას ახსოვს 1992–1993 წლების აფხაზეთი,რომელიც მისთვის სიკვდილთან ასოცირდება.ახსოვს ხმაური,დედის შეშინებული სახე,გაქცევა,ენგური...დაღუპული ახლობლები,გაურკვევლობა,შიში,გადამწვარი სახლები...შემდეგ კი სხვა ცხოვრება.
მის გონებაში აღბეჭდილი მოგონებები იწვევს სევდას,მაგრამ ამავე დროს მონატრებასა და უდიდეს სურვილს სახლში დაბრუნებისა.მის მსგავსად ყველა ვნატრობთ ერთხელ მაინც შევავლოთ თვალი იქაურობას,ერთხელ მაინც ვიხილოთ ულამაზესი აფხაზეთი.ეს ნატვრა კი ჯერჯერობით ნატვრად რჩება,თუმცა ვინ იცის იქნებ ერთხელაც ახდეს.ოცნებებს ხომ ხშირად ფრთები ესხმება...
ავტ: ანუკი კურკუმია