არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)” პროექტის ფარგლებში აცხადებს სტაჟირების ვაკანსიას
სტაჟირების მიზნები
ჩვენ სტაჟირების უნიკალურ გამოცდილებას ვთავაზობთ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და მოწყვლად ოჯახებთან მუშაობით.
ჩვენს ორგანიზაციაში სტაჟიორი შეძლებს განივითაროს საკუთარი ანალიტიკური, გუნდური, სოციალური უნარ-ჩვევები. ვეძებთ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სურვილი აქტიურად ჩაერთნონ და გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, მიიღონ მონაწილეობა საველე გასვლებში.
სტაჟირება
არის
როგორც
სრული,
ასევე
არასრული
სამუშაო
დღით.
განაცხადის
შეტანაზე
რაიმე
კონკრეტული
ვადა
არ
არის
დაწესებული
და
შესაძლებელია მთელი
წლის
განმავლობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
· კომუნიკაბელური
· საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა
· ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
· გუნდური მუშაობის უნარი
· ჰქოდეთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი, ასევე ვერბალური.
· ჰქონდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და იყვნენ პუნქტუალურები.
· რედაქტირების და წერის საუკეთესო უნარები.
· კვლევის უნარები.
რას მიიღებთ თუ კი ჩვენთან იმუშავებთ?
· თქვენი კარიერის კარგ დასაწყის (ან გაგრძელებას)
· შესაძლებლობას გაიცნოთ ბევრი საინტერესო ადამიანი
· შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია
· მიიღებთ ცოდნასა და სამუშაო გამოცდილებას
· გაიმჯობესებთ/აიმაღლებთ კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს
· გაიმჯობესებთ რეზიუმეს;
· საჭიროების შემთხვევაში მოგეცემათ რეკომენდაცია
სტაჟირების განრიგი/ხანგრძლივობა
5 თვე, კვირაში 20 საათი. განრიგი ინდივიდუალურად, სტაჟიორთან შეთანხმებით შედგება.
სტაჟირება არაანაზღაურებადია.
ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი(მოცულობა – 1 გვერდი) მისამართზე: info@csdc.ge