„საპოვნელას“ აღსაზრდელები კოლეჯ „მოდუსში“

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში რუსთავის ჯანმრთელ ბავშვთა სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრ „საპოვნელას“ აღსაზრდელები პროფესიული ორიენტაციის მიზნით რუსთავის კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრნენ.

კოლეჯის კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, გენო იმერლიშვილმა აღსაზრდელებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯის სასწავლო მიმართულებების შესახებ. მათ დაათვალიერეს თითოეული პროფესიის შესასწავლად გამოყოფილი სასწავლო სივრცე და ტექნიკური ბაზა.

აღსაზრდელებს ბევრი კითხვა ჰქონდათ მისაღებ გამოცდებთან, რეგისტრაციის ვადებთან და სასკოლო საფეხურთან დაკავშირებით. ბატონმა გენომ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა. რამდენიმე მათგანმა სასურველი პროფესიაც დაასახელა და კოლეჯში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB