UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გრძელდება ახალგაზრდული პროგრამა „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“. სპეციალურად აღჭურვილი მობილური ჰიგიენის ჰაბი მოზარდებთან ერთად სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს. პროგრამის მიზანია COVID-19-ის პრევენცია და მოზარდების ინფორმირება სწორი ჰიგიენური ქცევის შესახებ.
