მინდობით აღზრდა



გადაცემისათვის მომზადდა სპეციალური სიუჟეტი მიმღებ ოჯახებსა და მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე. სტუმრის ბლოკის დასაწყისში ქალბატონი ეთერი განმარტავს მინდობით აღზრდის შინაარს. ის ანიშნავს, რომ პროგრამისმიზანია ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, სანამ ის სახელმწიფო მზრუნველობას საჭიროებს. მისივე განცხადებით, ბავშვზე ზრუნვის მთავარი მიზანი მისი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებაა.

წამყვანის შეკითხვის პასუხად, სტუმარმა ისაუბრა ბავშვის მინდობ ოჯახში განთავსების პროცედურაზე. მან აღნიშნა, რომ ბავშვების პროგრამაში მოსახვედრად, ბევრი მექანიზმი არსებობს, მათ შორის, უმთავრეს როლს ასრულებს საპატრულოპოლიციის მიერ ძალადობის აღკვეთის და აგამოვლენის ფაქტები.

გადაცემის წამყვანი შეეხო 2008 წელს ჩატარებული კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 1500 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვია. სტუმარის თქმით, ამ ბავშვებდიდან მინდობით აღზრდაში მხოლოდ 6 განთავსდა, რაც ძალიან მცირეა.

გადაცემის დროს წამყვანის შეკითხვას ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, მინდობით აღმზრდელი ოჯახის ანაზღაურების რესურსის გამოყენებით ბიოლოგიური ოჯახებისთვის დახმარება, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ ბავშვის აღზრდას. სტუმარმა კი განაცხადა, რომ ეს კითხვა მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და მასზე პასუხისგაცემა შრომის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. მანვე აღნიშნა, რომ ხშირად პრობლემის ფაქტი, რომ მშობლებმა ბავშვის აღზრდა “არიციან”.

გადაცემის დასასრულს ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, რომ ის ისურვებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სპეციალიზებული მიმღები ოჯახების ნაკლებობის აღმოფხვრას, მიმღები ოჯახებისათვის შვებულებითა და შრომითი სამართლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას.

FB