ქალი და პოლიტიკა

თარიღი

2016 წლის 30 მარტს, ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე

თემა

„ქალი და პოლიტიკა“.

მოკლე შინაარსი

ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის სავალალო სტატისტიკური მაჩვენებლებზე, მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით 190 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში, საქართველო ქალთა წარმომადგენლობით პარლამენტში 109-ე ადგილზეა, მთავრობაში კი - 42-ე ადგილზე. 1921 წლიდან მოყოლებული (6 დეპუტატი ქალი) დღემდე ქალთა წარმომადგენლობის მოცულობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და მერყეობს 11 %-ის ფარგლებში. პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალი კანდიდატების რაოდენობის ზრდის მხოლოდ ერთ გზას ხედავენ, და ეთანხმება 30%-იანი კვოტირების შემოღების სისტემას.

სტუმრები

1) ქეთევან ჩხეიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი გენდერულ საკითხებში.

2) ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.


FB