თარიღი |
2016 წლის 27 იანვარი, საღამოს 6 საათზე |
თემა |
„ქალთა - ადამიანის უფლებების დაცვა და მშვიდობის მშენებლობა“ |
მოკლე შინაარსი |
ისაუბრეს პატიმარი დედებისა და მათი შვილების საჭიროებები და ფემიციდის სტატისტიკასა და მიზეზებზე საქართველოს სინამდვილეში (2014-2015 წწ). რაც აისახა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშებში: „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“, „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში“. ასე მაგ: გასულ წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 17 ქალი იქნა მოკლული. ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. გადაცემის მეორე ბლოკი დაეთმო მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციას საავტორო პროგრამაში - „მომავალ ლიდერთა პროგრამა, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები“. |
სტუმრები |
1. ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი2. ნანა გოგოხია - მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია - მშვიდობის ელჩი. საერთაშორისო კონსულტანტი, კოუჩი, ინსტრუქტორი, მოდერატორი. |