თექვსმეტდღიანი კამპანია

თარიღი

2015 წლის 23 ნოემბერი, საღამოს 6 საათი.

თემა

„საერთაშორისო გლობალური აქცია „16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინაღმდეგ“

მოკლე შინაარსი

ვრცლად ისაუბრეს აქციის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო ფონდის დაგეგმილ ღონისძიებებზე: პროექტი „ოჯახში ძალადობის შემცირება“-ის პრეზენტაცია, კლიპი, კედლის მოხატვის აქცია, ფლეშმობი თბილისის მოლში. ფონდი 2012 წლიდან დღემდე მოემსახურა ძალადობის მსხვერპლ 459 ადამიანს. ფონდის დაქვემდებარებაში ამ დროისათვის ოჯახში ძალადობის სამი თავშესაფარი არსებობს. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი თავშესაფრის გახსნაა დაგეგმილი. ცხელი ხაზის - 2 309 903 მომსახურებით თვეში საშუალოდ 100-მდე ადამიანი სარგებლობს. ყოველდღიურად ფსიქოლოგიური, სამედიციო, იურიდიული დახმარებით რამოდენიმე ადამიანი სარგებლობს. რადიო მსმენელს გადაეცათ ეს ინფორმაცია იმათთვის, ვინც საჭიროებს დახმარებას და კონსულტაციას.

 

სტუმრები

1. როზა ცინდელიანი - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციული საკითხების კოორდინატორი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

2. თამარ ბარკალაია - სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი.

 




FB