სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი იწყებს ფანდრაიზინგის კამპანიის: ,,ჩაერთე და ჩართე’’ - მეორე ეტაპს!


კამპანიის მიზანია COVID-19 პანდემიის დროს მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა დაცვის ხელშეწყობა პროექტის პირველი ეტაპი გასულ წელს, პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად განხორციელდა, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC):
  •  დაეხმარა 100-ზე მეტ ქალსა და მათ ოჯახებს; 
  •  მომზადდა და გავრცელდა 24 ვიდეო-ისტორია; 
  •  ფანდრაიზინგის კამპანიაში ჩაერთო 50 მოქალაქე და ორგანიზაცია; 
  •  შემოწირულმა თანხამ შეადგინა 12 000 ლარამდე; 
  •  შედგა 30 შეხვედრა/დისკუსია; 
  •  მომზადდა საჭიროებების კვლევა და რეკომენდაციები გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს;

  •  სამწუხაროდ, რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარების პირობებში, პანდემიის პარალელურად, უამრავი მარტოხელა ქალი ისევ საჭიროებს საზოგადოების დახმარებას და მხარდაჭერას.
  •  ჩვენს საორგანიზაციო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია აქვს თითოეულ ბენეფიციართან, ვიკვლევთ ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემებს და საჭიროებებს და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ შევძლებთ ქალების დახმარებას ამ რთულ ვითარებაში. 
  • პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center.
  •  ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
  • ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
  •  მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
  •  მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
  •  დანიშნულება: კამპანია - ჩაერთე და ჩართე

FB