სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის “უკრაინელი ქალების მხარდასაჭერად”
ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალებისათვის
პრეზენტაცია გამართეს. მომხსენებლებმა, ფსიქო-სოციალური სერვისებისა
და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.
პროექტს
#CSDC ქალთა გლობალურ ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს და მიზნად
ისახავს კრიზისული დახმარება გაუწიოს უკრაინელ ქალებსა და გოგონებს
მენტალური ჯანმრთელობისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ
შორის ონლაინ სერვისზე წვდომას პროფესიონალ ფსიქოლოგებთან,
იურისტებთან და კარიერის მხარდაჭერის კონსულტანტებთან.