ტრანზიტული
საგანამანთლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო ვიზიტები
გრძელდება.
საქართველოს
კარიტასის ქალაქ რუსთავის თავშესაფრის აღსაზრდელებმა პროფესიული დღე
მიულოცეს მეხანძრე-მაშველებს, ხოლო სამაშველო სამსახურის რუსთავის
ფილიალის თანამშრომლებმა პროგრამის მონაწილეება უმასპინძლეს. სასწავლო
ტურის პროცესში აღსაზრდელებმა გაეცვნენ პროფესიის თავისებურებებს,
სამუშაო აღჭურვილობასა და ხელსაწყოებს.
"დღევანდელი შეხვედრის
შემდეგ ჩემს მომავალ პროფესიაზე დავფიქრდი, მგონი სწორედ ეს არის
ის საქმიანობა, რასაც ინტერესით შევისწავლი“ - აღნიშნა ასლანმა,
ტრანზიტული პროგრამის მონაწილემ.