*For English&Ukrainian Scroll
Down*

Სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ცენტრი საქართველოში მცხოვრები, ლტოლვილი უკრაინელი
ქალებისა და გოგონების მხარდასაჭერად ფსიქო-სოციალურ სერვისს
განახორციელებს.

ქალთა გლობალური ფონდთან
პარტნიორობით, CSDC უზრუნველყოფს კრიზისული დახმარება გაუწიოს
უკრაინელ ქალებსა და გოგონებს მენტალური ჯანმრთელობისა და
შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის ონლაინ სერვისზე წვდომას
პროფესიონალ ფსიქოლოგებთან, იურისტებთან და კარიერის მხარდაჭერის
კონსულტანტებთან.

პროექტის ფარგლებში ასევე
დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქალთა
სოციალურ ინტეგრაციას, ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების
გაუმჯობესებას სხვადასხვა თემებზე - მათ შორის კონფლიქტის მოგვარების,
გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ.

საქართველოში მცხოვრები უკრაინელი
ქალების პრობლემებზე რეაგირებისა და სექტორთაშორისო თანამშრომლობის
მიზნით CSDC გამართავს დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებს
არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.