
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
(CSDC) აცხადებს ვაკანსიას იურისტის/ტრენერის პოზიციაზე.

სპეციალისტი ჩაერთვება ფსიქო-სოციალურ მხარდამჭერ
სერვისის განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უკრაინელი ლტოლვილი
ქალებისა და გოგონებისათვის განხორციელდება.

ძირითადი მოვალეობები:

ჯგუფური შეხვედრების ფასილიტაცია და
კონსულტირება სამართლებრივ საკითხებზე

სესიების გამართვა

საჭიროებების იდენტიფიკაცია

სასწავლო მოდულების შემუშავება
მონაწილეების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით

სავალდებულო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება

მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული სამუშაო
გამოცდილება, როგორც ინდივიდებთან, ისე ჯგუფებთან
კონსულტანტის/ტრენერის პოზიციაზე

სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და
მართვის უნარი;

ინგლისური და ან უკრაინული ენის ცოდნა
ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: info@csdc.ge 2023 წლის
31 მაისამდე, სათაურში ველში მიუთითოთ დასახელება: „იურისტის
ვაკანსია“