სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
(CSDC) აცხადებს ვაკანსიას პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის
დაგეგმვის კონსულტანტის/ტრენერის პოზიციაზე.
სპეციალისტი ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები,
უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგონებისათვის ფსიქო-სოციალური და
მხარდამჭერი სერვისის მიწოდებაში.
CSDC ქალთა გლობალური ფონდთან პარტნიორობით,
უზრუნველყოფს კრიზისულ დახმარებას ლტოლვილი ქალების მენტალური
ჯანმრთელობისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის ონლაინ
სერვისზე წვდომას პროფესიონალ ფსიქოლოგებთან, იურისტებთან და კარიერის
მხარდაჭერის კონსულტანტებთან.
ძირითადი მოვალეობები:
პროფესიული კონსულტაცია პროფესიის
არჩევისა და კარიერული დაგეგმარების შესახებ.
სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების
საკითხებში კონსულტირება: CV, სამოტივაციო წერილის შედგენა.
სხვადასხვა საიტების მეშვეობით
მოძიებული ვაკანსიების გაცნობა.
ჯგუფური შეხვედრების ფასილიტაციის
უზრუნველყოფა.
სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია
სოციალურ მეცნიერებებში (სოციალური სამუშაო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია,
განათლების მეცნიერება, ეკონომიკა);
მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული სამუშაო
გამოცდილება, როგორც ინდივიდებთან, ისე ჯგუფებთან
კონსულტანტის/ტრენერის პოზიციაზე;
სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და
მართვის უნარი;
(ინგლისური და ან უკრაინული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: info@csdc.ge 2023 წლის
31 მაისამდე, სათაურში ველში მიუთითოთ დასახელება: „კარიერის
დაგეგმვის ვაკანსია“