ვაკანსია - ფსიქოლოგი

⭕სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.

⭕სპეციალისტი ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები, უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგონებისათვის ფსიქო-სოციალური და მხარდამჭერი სერვისის მიწოდებაში.


⭕CSDC ქალთა გლობალური ფონდთან პარტნიორობით, უზრუნველყოფს კრიზისულ დახმარებას უკრაინელი ქალების მენტალური ჯანმრთელობისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის ონლაინ სერვისზე წვდომას: პროფესიონალ ფსიქოლოგებთან, იურისტებთან და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებთან.

⭕სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მისიაა ადვოკატირება მოწყვლადი ქალებისა და ბავშვების, მათი ინტეგრირება საზოგადოებაში სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.
 
 
 
 
 
 


⭕ძირითადი მოვალეობები:
✅უზრუნველყოს ჯგუფური შეხვედრების ფასილიტაცია.
✅გამართოს სესიები.
✅მოახდინოს საჭიროებების იდენტიფიკაცია.
✅შეიმუშაოს სასწავლო მოდული მონაწილეების საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინებით.

⭕სავალდებულო მოთხოვნები:
✅აკადემიური განათლება ფსიქოლოგიაში.
✅ფსიქოკონსულტაციების და ფსიქოთერაპიის ჩატარების გამოცდილება.
✅ინგლისური და ან უკრაინული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
✅სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ სამი წელი)

⭕დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: info@csdc.ge 2023 წლის 31 მაისამდე, სათაურში ველში მიუთითოთ დასახელება: „ფსიქოლოგის ვაკანსია“.



 

FB