თამარი, 25 წლის, კამპანია - ,,ჩაერთე და ჩართე''


გიზიარებთ  მარტოხელა დედის ისტორიას, რომელიც 2 მცირეწლოვან შვილს ზრდის. თამარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის მხოლოდ სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული და ბავშვებთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
  • ,,თვეში 300 ლარის წამლები მაინც მჭირდება, მაგრამ ვერ ვყიდულობ, ექიმმა თქვა, რომ თუ არ ვიმკურნალებ, შეიძლება, ერთხელაც ტვინი გამეთიშოს. თავის გადაღება მჭირდება, მაგრამ ვერ ვახერხებ. უკვე რამდენიმე თვეა წამლებიც არ მიმიღია. 
  •   სხვის სახლში ვცხოვრობთ. სახლის მეპატრონემ გვითხრა, რომ ან გადავიხადოთ, ან დავცალოთ სახლი, ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის მჭირდება ბევრი რამ. ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ბინიდან არ გაგვიშვან, თან ახლა ზამთრის პერიოდში. სახლის მეპატრონესაც ვერაფერს ვერ ვთხოვ, ამდენი თვე გვაცადა. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა კარგ ადამიანს. 
  •  თანხა გვეხარჯება წამლებში და საკვებში. ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები, ტელევიზორში რომ უყურებენ ხოლმე და რაიმეზე ,,მინდაო’’ რომ ამბობენ, ძალიან ძნელია ჩემთვის. 2 და 3 წლის ბავშვებს ვერ გააგებინებ, რომ არ გაქვს საშუალება. 
  •  კიდევ ასაწყობი კარვები უნდათ, თოჯინები, გასაბერი აუზი ბურთები, წიგნები, ფანქრები, სახატავები... ჩემს პატარას ვიტამინები სჭირდება და ვერც ამას ვყიდულობ, ძალიან ძვირი ღირს, სადღაც 45 ლარამდე. მათი ნაკლებობის გამო კბილები გაუფუჭდა ბავშვს.
  •   ელემენტარული მინდა... ვოცნებობ, რომ როცა ჩემი შვილები გარეთ გავლენ ბევრ რამეზე გული არ დასწყდეთ, მცირედი მაინც ჰქონდეთ. ცხოვრება ასეთია, რას ვიზამ. 
  •   ნახეთ ვიდეო და ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში, რათა ერთად შევძლოთ თამარის და სხვა ქალების დახმარება.
................................
პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center.
  •  ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
  •  ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
  •  მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
  •  მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
  •  დანიშნულება: კამპანია - ჩაერთე და ჩართე
 


თუ გსურთ მეტი ვიდეოს ნახვა, ეწვიეთ ჩვენს Youtube არხს.

FB