ჩაერთე და ჩართე- პროექტი მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად


ნათია, 35 წლის
ნათია 10 წელი ცხოვრობდა მოძალადე ქმართან, მას მუდმივად უწევდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა. ბოლოს შეძლო და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ამ ეტაპზე ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ნათია ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ შვილებს ყველაფერი გაუკეთოს, თუმცა მარტოხელა დედისთვის ეს არ არის მარტივი.
ამის მიუხედავად ამბობს, რომ ურჩევნია ფინანსურად უჭირდეს, ოღონდ მას და მის შვილებს მოძალადესთან დაბრუნება არ მოუწიოთ. ყველაზე მეტად ყოფილი მეუღლის ეშინია. საშუალო განათლება აქვს, ძალიან უნდა, რომ რაიმე ხელობა შეისწავლოს და თავისი პროფესიით დასაქმდეს.
ნათიასა და მისი შვილებისთვის ნებისმიერი სახის დახმარება დიდი შვება იქნება. მათ ბევრი რამ სჭირდებათ: სრულფასოვანი საკვები, ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა. ნათია თავის საქმეზე, მუდმივ და სტაბილურ შემოსავალზე ოცნებობს.
შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!
 პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center 
ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22 
მიმღეის ანგარიში GE93TB7620136080100007 
მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC) 
დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ნათიასთვის)
#CSDC
#GlobalFundforWomen
#სოციალურიინკლუზია
#ქალებისმხარდაჭერა

FB