ჩაერთე და ჩართე- პროექტი მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად


ნატო, 48 წლის
ნატო სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედაა. ის თავის შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს, აქვთ ძალიან ცუდი პირობები. პანდემიის დაწყებამდე, ფიზიკურად შრომობდა, რესტორანში დამლაგებლად მუშაობდა. მერე ყველაფერი რომ ჩაიკეტა ნატომ სამსახური დაკარგა და ახალი ვეღარ იშოვა.
აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ბოლო წლების მანძილზე სამი ოპერაცია გადაიტანა, ახლაც საოპერაციოა, თიაქარი აწუხებს, მაგრამ მედიკამენტების ან მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვს. ,,ჩემს საკუთრებაში არაფერი არ გამაჩნია, არც ავეჯი, არც ტექნიკა, არ გვაქვს მაცივარი, სარეცხი მანქანა, არც კომპიუტერი, რომ ბავშვები ონლაინ-სწავლების დროს გაკვეთილებს დაესწრონ.
სახლსა და საკუთარ კუთხეზე ოცნებაც კი ზედმეტია ჩვენთვის’’ - ამბობს ნატო.

შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!
პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center 
ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი: 
ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22 
მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007  
მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC) 
დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ნატოსთვის)
#CSDC
#GlobalFundforWomen
#სოციალურიინკლუზია
#ქალებისმხარდაჭერა

FB