ჩაერთე და ჩართე- პროექტი მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად


მარი, 32 წლის

მარი მარტოხელა დედაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ცხოვრობე ნაქირავებ ბინაში, სადაც ქირას რამდენიმე თვეა ვეღარ იხდიან. პანდემიამდე სახლებს ალაგებდა და როგორღაც გაჰქონდათ თავი, ახლა ადამიანები ვირუსის შიშით ერიდებიან მის დაქირავებას და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

,,ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ, ბავშვები მეცოდებიან, მათთვის ნორმალურ საკვებსაც კი ვერ ვყიდულობ, ვერც სასწავლო პროცესში ვერ ერთვებიან, არც ინტერნეტი გვაქვს და არც კომპიუტერი. ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე, რადგან ჩემს შვილებს მხოლოდ მე ვყავარ, მათთვის ყველაფერი უნდა შევძლო. მაქვს პროფესიული განათლებაც, თუმცა სამსახურს მაინც ვერ ვშოულობ’’ - ამბობს მარი.

 შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!

 

 პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
Civil Society Development Center

 

FB