ჩაერთე და ჩართე- პროექტი მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად


მაია, 39 წლის
მაია მარტოხელა დედაა. ადრე მომვლელად მუშაობდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში ეს სამსახურიც დაკარგა. ამის შემდეგ მაია და მისი შვილები ხშირად საკვების გარეშეც დარჩენილან. პენსიის თანხას ისინი სრულად იხდიან ქირაში, მიუხედავად იმისა, რომ სახლში გაუსაძლისი პირობებია, სხვა გზა არ აქვთ, მცირე თანხით უკეთესს ვერაფერს იქირავებენ.
სახლში არ აქვთ არანაირი ტექნიკა, არც კომპიუტერი, არც ტელეფონი, რომელიც ბავშვებს დისტანციურად სწავლის შესაძლებლობას მისცემდა. მათი ყველაზე დიდი ოცნება სახლია, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საკვები სჭირდებათ, იმისთვის.
მაიას დიდი სურვილია ჰქონდეს თუნდაც მცირე შემოსავლიანი სამსახური, რომ შვილები შიმშილს გადაარჩინოს. ,,ხანდახან მგონია, რომ მე და ჩემი შვილები უხილავები ვართ, არც არაფრის იმედი არ მაქვს. მგონია, რომ ჩვენი ხმა არავის არ ესმის, ჩვენს გასაჭირს ვერავინ ვერ ხედავს. მაშინებს მომავალი’’ - ამბობს მაია.
  •  შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!
  • პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
  • Civil Society Development Center 
  • ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი: 
  • ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22 
  • მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007 
  • მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC) 
  • დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (მაიასთვის)
  • #CSDC
  • #GlobalFundforWomen
  • #სოციალური ინკლუზია
  • #ქალებისმხარდაჭერა

FB