ჩაერთე და ჩართე- პროექტი მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად

ანა, 35 წლის
ანა მარტოხელა დედაა, ის მეუღლემ წლების წინ მიატოვა. ანამ ისიც კი არ იცის, სად არის და რას აკეთებს ახლა მისი ყოფილი მეუღლე. მას არავინ არ ეხმარება. თავად ცდილობს თავის გატანას. პანდემიის დაწყებამდე ფიზიკურად შრომობდა, მაგრამ პანდემიის პირობებში ყველაფერი გართულდა, სამუშაოც აღარ აქვს.
ბავშვები სკოლის ასაკისანი არიან. მათ ძალიან ბევრი რა სჭირდებათ. საკვები პროდუქტები უბნის მაღაზიიდან ვალად მოაქვთ, არ იციან, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. ანას სამივე შვილს სჭირდება ტელეფონი ან კომპიუტერი, რომლითაც ონლაინ-სწავლების დროს დაესწრებიან გაკვეთილებს. დედის თქმით, ნიჭიერი ბავშვები არიან.ანას არ უნდა რომ მისი შვილები სასწავლო პროგრამას ჩამორჩნენ და იმაზე ოცნებობს, რომ შვილებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

  • შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში
  • პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
  • Civil Society Development Center
  • ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
  • ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
  • მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
  • მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების გნვითარების ცენტრი" (CSDC)
  • დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ანასთვის)
  • #CSDC
  • #GlobalFundforWomen
  • #სოციალურიინკლუზია
  • #ქალებისმხარდაჭერა
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

FB