ჩაერთე და ჩართე- პროექტი მარტოხელა და მიუსაფარი ქალების დასახმარებლად


ლელა, 35 წლის ლელა
სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედაა. ის თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მათ არავინ არ ჰყავთ დამხმარე. პანდემიის დაწყებამდე ის ფიზიკურად მუშაობდა: კერძო სახლებსა და ეზოებს ალაგებდა, ოჯახებში დადიოდა დამხმარედ და ყოველდღიური საჭიროებისთვის მცირე შემოსავალს ასე აგროვებდა.
მას შემდეგ, რაც ვირუსი ფართოდ გავრცელდა, ადამიანებს ეშინიათ მისი დაქირავება, შესაბამისად, ლელამ ერთადერთი შემოსავალიც დაკარგა. მისი სამივე შვილი მოსწავლეა, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვეღარ ესწრება გაკვეთილებს, რადგან არ აქვთ კომპიუტერები ან ტელეფონები, არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და, რა თქმა უნდა, ელემენტარულ განათლებასაც ვერ იღებენ.
ერთ-ერთ შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ფილტვის დაჩრდილვა და სხვა დაავადებები, რომლის მკურნალობასაც ლელა უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. ყველაზე მეტად ლელას და მის მცირეწლოვან შვილებს: საკვები პროდუქტებით და მცირე საოჯახო ტექნიკით (ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი) ესაჭიროებათ დახმარება. ასევე, არ აქვთ შეშა, რომ ზამთარში გამოიყენონ და მედიკამენტები/პირველადი სამედიცინო დახმარება, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილის მკურნალობა უზრუნველყოს.
  • შენ შეგიძლია, დაეხმარო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალს, ჩაერთე ფანდრაიზინგის კამპანიაში!
  • პროდუქტებით ან საჭირო ნივთებით დახმარების შემთხვევაში, მოგვწერეთ სოციალურ ქსელში:
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი
  • Civil Society Development Center

  • ფულადი დონაციისთვის იხილეთ ანგარიშის ნომერი:
  • ს.ს “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22
  • მიმღების ანგარიში GE93TB7620136080100007
  • მიმღების სახელი ააიპ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი" (CSDC)
  • დანიშნულება: კამპანია ჩაერთე და ჩართე (ლელასთვის)
  • #CSDC
  • #GlobalFundforWomen
  • #სოციალური ინკლუზია
  • #ქალებისმხარდაჭერა

FB