სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები World-Vision-ის გლდანის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის არდადეგები ბევრისთვის დროის უქმად ხარჯვასთან/გატარებასთან ასოცირდება, თუმცა სწორად და სახალისოდ ორგანიზებული დასვენების დროს ბავშვებმა შესაძლოა ბევრი უნარ-ჩვევები განივითარონ, მიიღონ ახალი შთაბეჭდილებები, აღიდგინონ ძალები და  განიტვირთონ.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ტრადიციისამებრ, მეტად საინტერესო, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს ცენტრის ბავშვებს.


დღეს გვსურს გიამობოთ World-Vision-ის გლდანის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებზე, რომლებმაც სხვა ცენტრებთან შედარებით არანაკლებ სახალისოდ გაატარეს საზაფხულო არდადეგები.


ჩვენი პროგრამა ყოველთვის მრავალფეროვანია და არჩევანის შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. მოსწავლეები ინტერესით კითხულობდნენ მცირე ზომის ილუსტრირებულ ტექსტებს, რომელსაც თან ახლდა გასაფერადებელი და მხიარულად მუშაობდნენ კროსვორდების ამოხსნაზე. ეს ყოველივე ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას და საკუთარი მოსაზრების ლოგიკურად გადმოცემას. სხვადასხვა შემეცნებითი ვარჯიშებით, ბავშვები იღებდნენ ახალ ინფორმაციას ქართული ტაძრების, მდინარეების, მეზობელი ქვეყნების, სხვადასხვა ცხოველების, ტექნოლოგიების, გამოგონებების შესახებ. ძალიან სახალისო აღმოჩნდა “ქისიდან ამოღებული 50 კითხვა”, რომელზეც ბავშვები პასუხობდნენ  კითხვებს ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, ქართულიდან, მათემატიკიდან. სირთულის შემთხვევაში ბავშვებს არც ერთმანეთის დახმარება დაზარებიათ.


სახალისო მათემატიკა ბავშვების უმეტესობას ძალიან უყვარს. ცენტრში ბავშვებმა გაითამაშეს “სიტუაცია მაღაზიაში”, რომლისთვისაც ხელოვნურად შექმნილი ფულის სხვადასხვა კუპიურა იყო გამოყენებული. პროცესში მონაწილეეები თანმიმდევრობით ითავსებდნენ გამყიდველისა და მყიდველის როლს, ასწავლიდნენ ერთმანეთს ხურდის დაბრუნებასა და სწორად დაანგარიშებას. “ძალიან მომეწონა გამყიდველის როლში ყოფნა, ეს დამეხმარა მიმატება-გამოკლების უნარების გაუმჯობესებაში და უკვე თავისუფლად შემიძლია ანგარიში”-  ამბობს ჩვენთან ინტრევიუს დროს ლ.რ (World-Vision-ის გლდანის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელი).


აქტივობებს შეჯიბრებითი ხასიათიც ჰქონდა, მოსწავლეები ტოლს არ უდებდნენ ერთამანეთს უმოკლეს დროში ეპოვათ პასუხი, არეულად დაწერილ ციფრებს შორის,  გამარჯვებული კი ის გახდებოდა, ვინც მეტ სტიკერს მოაგროვებდა.

“იმდენად საინტერესო იყო ყველა აქტივობა, ზაფხული ნამდვილად ძალიან საინტერესოდ გავატარე, მიუხედავად სიცხისა, ყოველი დღე ძალიან ხალისიანი იყო და ბევრი ახალი რამ ვისწავლე”- გვიამბობს World-Vision-ის გლდანის ცენტრის აღსაზრდელი მ.ბ.


ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით არაასმთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) -ის მიერ. 

FB