სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები ბავშვი და გარემოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში


ზაფხულის არდადეგების დადგომას ხომ ყველა ბავშვი სულმოუთქმელად ელოდება, გამონაკლისი არც ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები არიან.  ეს დრო თავგადასავლებთან, ახალი მეგობრების შეძენასთან თუ დროის მხიარულად გატარებასთან ასოცირდება. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) მეტად მრავალფეროვანი და  შემეცნებით და გასართობი ღონისძიებებს სთავაზობს ცენტრის ბავშვებს.

დღევანდელი ჩვენი სტატია “ბავშვი და გარემოს” აღსაზრდელებს ეხება. ბავშვებთან საუბარში ვიგებთ, რომ ზაფხულმა მეტად საინტერესოდ და მხიარული ჩაიარა. ისინი ასრულებდნენ სხვადასხვა შემეცნებით, ლოგიკურ და სააზროვნო დავალებებს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეცადინეობები ძალიან  სახალისო ფორმატში, არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა და სულაც არ ჰგავდა დატვირთულ სასწავლო საგაკვეთილო პროცესს.

ბავშვები ხალისით მუშაობდნენ მცირე ჯგუფებში, რათა მოამზადებინათ ჯგუფური პრეზენტაციები აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის/მოღვაწეობის შესახებ შესაბამისი ილუსტრაციებით. მათ ევალებოდათ ქრონოლოგიურად დაელაგებინათ, ფორმატის ფურცელზე გადაეტანათ, გაეფორმებინათ და წარმოედგინათ თანატოლებისთვის.


დიდი ინტერესით წარიმართა თამაში “სიტყვის ახსნა“ -  “ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს თამაში - ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან გავერთე და ბევრი ახალი სიტყვის მნიშვნელობაც  ვისწავლე” - გვიამბობს ბავშვი და გარემოს აღსაზრდელი მ.ბ.

ცენტრში სამაგიდო თამაშ “მენეჯერს” ბევრი მოყვარული ყავს და   პოპულარულია. ეს არის ამერიკული თამაშის ქართული ვარიანტი, რაც ხელს უწყობს მოზარდებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ფულის ერთეულის ამოცნობას (100,500,1000,2000 და ა.შ).

ბავშვებმა არც სახალისო მათემატიკისა და ლოგიკური დავალებებისთვის დაიშურეს დრო. დავალებების შესრულების შემდეგ მათ მოამზადეს პრეზენტაციები და ერთმანეთს გააცნეს მუშაობის შედეგები. გამარჯვებულებს სიგელი -  ნომინაციით “საუკეთესო მოაზროვნე” გადაეცათ.

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით არაასმთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) -ის მიერ.

 

FB