ვაკანსია ფსიქოლოგის პოზიციაზე


არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 11 თვე 
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი
პროექტის მიზანია: მიუსაფარი ბავშვების (ე.წ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების) სოციალიზაცია, მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მოახდინოს მათი სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენცია. 
ძირითადი პასუხისმგებლობები:

• მოახდინოს ბენეფიციარების ფსიქოდიაგნისტირება
• უზრუნველყოს ბენეფიციარების ინდივიდუალური თერაპია საჭიროების შემთხვევაში
• ჯგუფური შეხვედრების ფასილიტაცია
• ვორქშოფების ჩატარება 
სავალდებულო მოთხოვნები:
• აკადემიური განათლება ფსიქოლოგიაში
• ფსიქოკონსულტაციების და ფსიქოთერაპიის ჩატარების გამოცდილება
• სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ სამი წელი)
• პრიორიტეტად ჩაითვლება ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
• ტრენერად მუშაობის გამოცდილება
საჭირო საბუთები:
• CV (ავტობიოგრაფია)
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: info@csdc.ge 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ „ფსიქოლოგის ვაკანსია“
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მისიაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადვოკატირების გზით პოზიტიური ცვლილებების მოხდენას ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა: კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და განსაკუთებული საჭიროების მქონე ოჯახები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:https://www.facebook.com/CSDC.ge/ წყარო: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი

FB