მარიამ ქამადაძე სპეციალური
მასწავლებელია და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრში"
(CSDC) 2021 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს
მიუსაფარი ბავშვების აკადემიური და კოგნიტური უნარების შეფასებას,
ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მიზნის შესაბამისი საქმიანობის
დაგეგმვა-განხორციელებას, სასწავლო პროცესის წარმართვასა და
სხვადასხვა სახის გუნდურ საქმიანობაში ჩართვას.
მარიამს ბაკალავრის ხარისხი
მიღებული აქვს ქართული ფილოლოგიის მიმართულებით ბათუმის შოთა
რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში მიიღო
განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 2019 წელს მუშაობდა
ა.(ა).იპ "თანამედროვე ხელოვნების სივრცის" ოფისის მენეჯერის
პოზიციაზე. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს სპეციალური
მასწავლებლის პოზიციასაც. მარიამი იყო სსიპ "ახალსოფლის საჯარო
სკოლის" სპეციალური მასწავლებლის ასისტენტი 2019-2021 წლებში. ამავე
სკოლაში უფროსი სპეციალური მასწავლებლის პოზიციას იკავებდა 2021-2022
წლებში.