ირინა ბოლქვაძე - სპეციალური მასწავლებელი

სოციალური მუშაკი და დაწყებითი საფეხურის პედაგოგი. 2018 წლიდან რუსთავის №26 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია.

ირინა ბოლქვაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაკის სპეციალობა მიიღო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი დაწყებითი საფეხურის პედაგოგის. 2018 წლიდან რუსთავის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №26 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია. 2022–2023 წლებში CSDC-ის მიუსაფარ ბავშვთა ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებელი იყო.

მიუსაფარ და მოწყვლად ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015–2019 წლებში „საქართველოს კარიტასის“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრსა და სადღეღამისო თავშესაფარში მუშაობდა. მანამდე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრ „საპოვნელაში“ იყო. ასევე იყო სასწავლო ცენტრ „განათლება+“-ის საოფისე კომპიუტერული პროგრამების ტრენერი.

გავლილი აქვს განათლების სამინისტროს 120-საათიანი კურსი „შესავალი ინკლუზიურ განათლებაში“ და „საქართველოს კარიტასის“ ორმოდულიანი ტრენინგი მოწყვლად ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობაზე. ასევე გავლილი აქვს World Vision-ის სწავლება უნივერსალურ დიზაინზე სასწავლო აქტივობებში და „ჰელფინგ ჰენდის“ ტრენინგი არაფორმალური განათლების მეთოდებზე.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB