სტატუსი:
ტრანზიტული
საგანმანათლებლო პროგრამის სოციალური მუშაკი - რუსთავის კარიტასის
სადღეღამისო თავშესაფარსა და დღის ცენტრში.
სახელი და გვარი: მაია ქაჯაია
რომელი წლიდან მუშაობთ CSDC ში: 2019 წლიდან დღემდე
სამუშაო აღწერილობა: ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, როგორც სოციალური მუშაკი ჩართული ვარ რუსთავის ,,კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარსა და დღის ცენტრში’’ ჩარიცხულ არასრულწლოვან ბენეფიციარებთან.კოორდინირებას ვუწევ პროგრამაში მოსწავლეთა ჩართულობას. ვახდენ გადამისამართებსა საჭიროებისამებრ, რათა ხელი შევუწყო ოჯახის გაძლიერებას. ვეხმარები ბენეფიციარებს სკოლაში ინტეგრაციის პროცეში. სკოლებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ვაწვდით ინფორმაციას მოსწავლეთა მშობლებს მოწყვლადი ბავშვების შესახებ, ვახორციელებ მუშაობას ბენეფიციარებთან ცნობიერების ასამაღლებლად შემდეგ საკითხებზე, როგორიცაა, ბავშვის უფლებები, ძალადობა, ბულინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა, პოზიტიური კომუნიკაციის მნიშვნელობა."
წარსული გამოცდილება: ,,2008 წლიდან დღემდე ვმუშაობ სოციალურ მუშაკად ბავშვზე ზრუნვის სფეროში ; 2008 წლიდან განათლების სამინისტროს, ხოლო 2009 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში. ამჟამად აღნიშნული პროგრამის პარალელურად დასაქმებული ვარ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის’’ სოციალურ მუშაკად."
ჰობი: ,,მიყვარს მოგზაურობა. თეატრი, კინო. ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტების შემოქმედების გაცნობა და ხელსაქმე. ერთი წელია ვეუფლები სამკერვალო საქმეს. ზოგადად მიყვარს სიახლეები.'
რითი ამაყობთ: ,,ვამაყობ ჩემი პროფესიით, რომელიც მაძლევს საშუალებას დახმარება გავუწიო საჭიროების მქონე ადამიანებს. სიამოვნებას მანიჭებს თითოეული მათგანის ცხოვრებაში მიღწეული მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები, დღეს დათესილი სიკეთის მარცვალი, რომელიც ვიცი, რომ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მიყვარს ჩემი პროფესია მიუხედავად სტრესისა და სირთულეებისა. "