სოციალური მუშაკი


სტატუსი:
 
სოციალური მუშაკი

სახელი და გვარი:  ანა სოტიშვილი

რომელი წლიდან მუშაობთ CSDC ში:  2021- 2022 წწ.

სამუშაო აღწერილობა:   განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში არსებულ 24 საათიან თავშესაფრებსა და დღის ცენტრებთან კომუნიკაცია, ბენეფიციართა ჩართვა ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამაში, განათლების კომპონენტით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი ინტეგრაცია, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და ბენეფიციართა ჩართვა. პროგრამის ფარგლებში სოციალური მუშაკი ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით, არის მხარდამჭერი სკოლის მასწავლებლებისთვის და თანამშრომლობს ადმინისტრაციულ რგოლთან, პერიოდულად გეგმავს შეხვედრებს, სადაც ხდება დამატებითი საჭიროებების იდენტიფიცირება.

 წარსული გამოცდილება:  სოციალური მუშაობის მაგისტრი.  2013 წელს ვმუშაობდი აღმზრდელის პოზიციაზე მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ასევე ა/ო  „ჩვენი -სახლი საქართველო“ - პოლონური პროექტის ფარგლებში კონსულტირებას ვუწევდი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომუშავე პერსონალს, 2014 წელი- ა/ო „ბავშვი და ოჯახი“ - ვმუშაობდი ტრენერ-კონსულტანტად, 2014-2019წწ- სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი, 2019-2021წწ- სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, 2021-2022 - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სადაც ჩართული ვიყავი საპილოტე პროექტში - „შეზღუდული შესაძლებლობის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ - შემთხვევის მენეჯერი, 2021-დღემდე -პირველი ნაბიჯი საქართველო - ადრეული განვითარების სპეციალისტი , გავიარე კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის პრე-ბაზისური სასერტიფიკატო კურსი.

ჰობი:  კითხვა, მუსიკის მოსმენა, მოგზაურობა

რითი ამაყობთ:  ოჯახით, მეგობრებით, ჩემი შრომისმოყვარეობით, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით, მუდმივად სიახლეების ძიებაში ვარ და მიხარია, რომ შემიძლია ახალი გამოცდილებების მიღება და გაზიარება.

FB