ლანა მოწონელიძე - სოციალური მუშაკი

სოციალური მუშაკი, 2018 წლიდან 2026 წლის დასაწყისამდე CSDC-ის ტრანზიტული პროგრამის გუნდში იყო. 2012 წლიდან იმერეთში სახელმწიფო სოციალურ სამსახურში მუშაობს.

ლანა მოწონელიძე 2018 წლიდან 2026 წლის დასაწყისამდე CSDC-ის ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სოციალური მუშაკი იყო. 2012 წლიდან სახელმწიფო სოციალურ სამსახურში მუშაობს იმერეთში. ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრში მუშაობდა, 2020 წლიდან კი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს რეგიონულ ცენტრშია. 2022–2025 წლებში ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ინტეგრირებული ჯგუფის სპეციალური მასწავლებელი იყო. სოციალურ მუშაკად მუშაობდა ორგანიზაციებში „გადავარჩინოთ ბავშვები“ (ბაღდათის რაიონი) და „ადამიანი გაჭირვებაში“.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო გერმანული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრის და გერმანისტიკის მაგისტრის ხარისხი. გაცვლითი პროგრამით ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2019 წელს სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა გაიარა. გავლილი აქვს ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევისა და რთული ქცევის მქონე ბავშვებთან მუშაობაზე. ასევე გავლილი აქვს სწავლება ახალგაზრდებთან ჯგუფურ მუშაობაზე, გენდერული ნიშნით ძალადობაზე რეაგირებასა და არასრულწლოვანთა საპროცესო წარმომადგენლობაზე.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB