ლელა კოხრეიძე - სპეციალური მასწავლებელი

პედაგოგი, 2021 წლიდან CSDC-ის ტრანზიტული პროგრამის სპეციალური მასწავლებელი. 2014 წლიდან World Vision-ის ქუთაისის კრიზისული თავშესაფრის უფროსი აღმზრდელია.

ლელა კოხრეიძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ასევე დამთავრებული აქვს დ. ჯიხაიშის სახელობის მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით. 2021 წლიდან CSDC-ის მიუსაფარ ბავშვთა ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებელია. 2014 წლიდან უფროსი აღმზრდელია World Vision Georgia-ს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა კრიზისულ თავშესაფარში. მანამდე აღმზრდელად მუშაობდა სამტრედიის №4 საბავშვო ბაღსა და სამტრედიის სკოლა-ინტერნატში.

გავლილი აქვს World Vision Georgia-ს ტრენინგები ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან ეფექტურ მუშაობაზე. ასევე გავლილი აქვს მათი სწავლება მოზარდებში აკადემიური უნარებისა და წიგნიერების განვითარების მხარდაჭერაზე. დაასრულა „საქართველოს კარიტასის“ კურსი ფსიქოლოგიაში, ძალადობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და სწავლის სპეციფიკური დარღვევების თემებზე. ბოლო წლებში გაიარა ქცევის მართვისა და ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კურსები. ასევე გაიარა კოლეჯ „კავკასიონის“ პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობაზე.

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ CSDC-ის სიახლეები და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტების, ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ.

ელ. ფოსტა*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი

FB